კიანუ რივზი კვლავ მარტოა? – 57 წლის მსახიობი ნაძვის ხის საყიდლად მარტო მივიდა

CC BY 2.0 / anna Hanks / Keanu Reevesკიანუ რივზი
კიანუ რივზი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
კიანუ რივზი ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული მარტოხელა მამაკაცია. მას ცოლი არასდროს ჰყოლია და არც რომანებითაა განთქმული. ბოლო რამდენიმე წელი ის მხატვარ ალექსანდრა გრანტს ხვდებოდა. მათი ურთიერთობა არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი.
ალექსანდრა კიანუს „ჯონ უიკისა“ და „მატრიცას“ გადაღებების დროს გვერდიდან არ მოშორებია, თუმცა ბოლო პერიოდში წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა. კიანუ „მატრიცას“ პრემიერაზე გულისსწორის გარეშე მივიდა.
რივზის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ისინი ერთად აღარ არიან. ამჯერად კიანუ საშობაო საყიდლებზე მოსიარულე გადაიღეს, ის ნაძვის ხეს მარტო არჩევდა. ვარაუდობენ, რომ 57 წლის კიანუ კვლავ მარტოა და შობას ალექსანდრა გრანტის გარეშე შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0