თავი ამოვწურე: საკრებულოს 3 დეკემბერს არჩეულმა თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

© Facebook / Levan Makalatiaლევან მაკალათია
ლევან მაკალათია - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
საკრებულოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, ჰქონდა თუ არა მმართველ გუნდთან რაიმე სახის დაპირისპირება.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ თანამდებობა და დეპუტატის მანდატი დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
მაკალათიამ შესაბამისი განცხადებით საკრებულოს აპარატს დღეს მიმართა.
საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე მმართველ გუნდთან რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს. მაკალათიას განცხადებით, მან დატოვა საკრებულო, თუმცა რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრად და მხარდამჭერად.
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯომარეები კვლავ ვერ აირჩიეს

„ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები „ქართული ოცნების" რიგით ჯარისკაცად“, – განაცხადა მაკალათიამ.

ლევან მაკალათია საკრებულოს თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე მას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პოსტი ეკავა.
აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დღეიდან მაკალათიას პირველი მოადგილე შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0