თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, გაგარინის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის და ხვიჩიას ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ყურაშვილის, შალვა გოგიძის, ფერაძის, ძმები კარბელაშვილების, მაღლაკელიძის, ჩაჩავას, აისის, დიღმის ქედის და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, ბორის პაიჭაძის, ქერჩის და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშილის, სამრეკლოს, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ახალუბნის, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, კვესეთის, მარტყოფის, საინგილოს, ფშავის, ბზიფის, გალავნის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0