საქართველოში პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონულად კონტროლის მექანიზმი ამუშავდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელი
პოლიციელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
PROBBOX-ი ელექტრული სისტემაა, რომელიც პირს პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
თბილისი, 23 დეკემბერი − Sputnik. პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში ინოვაციური მოწყობილობით – PROBBOX-ით შეძლებენ, ნათქვამია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ნოვატორული სიახლის დანერგვამდე ვალდებულებების შესასრულებლად პირობით მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისვლა ესაჭიროებოდა. დღეიდან ეს ყველაფერი მათთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი.
უწყების ცნობით, შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია თუ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის დაჯავშნა – ამ და სხვა სერვისების მიღება დღეიდან PROBBOX-ით, ანუ პრობაციის ყუთის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.
ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა საპილოტო რეჟიმში ჩაირთო. PROBBOX-ი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავის მოადგილესთან ბუბა ლომუაშვილთან ერთად წარუდგინა.
ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თავდაპირველად საქართველოს ექვს დიდ ქალაქში – თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა.
პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორული მექანიზმის შექმნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას დაანონსდა. PROBBOX-ი აღნიშნული ექვსი დიდი ქალაქის შემდეგ ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი.
ყველა ახალი ამბავი
0