Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში „ომიკრონის“ კიდევ რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
გამყრელიძის თქმით, ახალი შტამით ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი ქვეყანაში უკვე ცირკულირებს, ცოტა ხნის წინ დაემატა კიდევ ხუთი შემთხვევა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
„ჯამში ლაბორატორიულად დადასტურებულია 29 შემთხვევა, თუმცა ალბათ გაცილებით მეტია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საეჭვო შემთხვევების გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში.
„ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ არის „ომიკრონის“ შტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში დადასტურებულ „ომიკრონ“ შტამის ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია. ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში ვაქცინების მეორე და ბუსტერ დოზებს შორის ინტერვალი შემცირდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. „ომიკრონით“ გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, მეორე – აშშ-ში.
ყველა ახალი ამბავი
0