Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს? ტიკარაძის განმარტება

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი Paxlovid-ი დაამტკიცა, რომელიც კომპანია Pfizer-მა დაამზადა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველო საერთაშორისო კომპანიებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„მსგავსი მოლაპარაკებები ყოველთვის კონფიდენციალურად ტარდება... შემდეგ კვირაში, თუ კომპანიებისგან თანხმობა გვექნება, მოლაპარაკებების დეტალები გასაჯაროვდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
იგი ასევე შეეხო ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საკითხს. ტიკარაძის თქმით, 23 დეკემბრისთვის დაფიქსირებულია „ომიკრონით“ ინფიცირების 24 შემთხვევა. ამასთან ლაბორატორიულად იკვლევენ 15 საეჭვო შემთხვევას. ყველა პაციენტი ვაქცინირებულია და ისინი მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადიან.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
„ომიკრონი“ შეიძლება ბუნებრივი ვაქცინა გამოდგეს: აკადემიკოსი პანდემიის დასრულებას ვარაუდობს
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მობილიზებულია.
რაც შეეხება აბებს, რომლის შემოტანასაც საქართველო გეგმავს, კომპანია Pfizer-ის კლინიკური კვლევების შედეგებით, პერორალური პრეპარატი Paxlovid-ი მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით ეფექტურია.
კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის მიმართ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
ყველა ახალი ამბავი
0