შავ ზღვაში ქარბორბალამ ბათუმელები შეაშინა – თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა
ბათუმში თვითმხილველმა ვიდეოზე დააფიქსირა საქართველოსთვის იშვიათი მოვლენა – ქარბორბალა ზღვაში.
საქართველოში და, მათ შორის, შავი ზღვის სანაპიროზე ამინდი გაუარესდა. ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლს ზიანი მიაყენა. ბუნებრივი მოვლენა ვიდეოზე აღბეჭდა ბათუმის მკვიდრმა ზაალ ჯაფარიძემ.
ბოლო დღეებში მთელ საქართველოში აცივდა და გაუარესდა ამინდი. მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობაა. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ასევე თოვდა და იყო ძლიერი ქარი. ამ დროისათვის ზღვისპირა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0