Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვამბობდი, ცოლად არ გავყვები–მეთქი, მაგრამ ჩვენ არ ვარჩევთ ვინ შეგვიყვარდება...“

© Facebook / Lorena Zoidzeლორენა ზოიძე საქმროსთან ერთად
ლორენა ზოიძე საქმროსთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
ბათუმელ მოდელს ლორენა ზოიძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ხელმომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.
ლორენა ზოიძის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მან და მისმა რჩეულმა გივი ტაბაღუამ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება უწევს ხოლმე. ამის შესახებ მოდელმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
ლორენა წერს, რომ მეზღვაურის ცოლობა წარმოუდგენელ მონატრებასთან ასოცირდება და ამიტომ ყოველთვის ამბობდა, რომ მეზღვაურს არ გაჰყვებოდა ცოლად, მაგრამ ცხოვრებაში ვერ აარჩევ ვინ შეგიყვარდება.
„საყვარელ ადამიანთან სიშორე რთულია, ფიქრები ყოველ წუთს იმის შესახებ, თუ როგორ არის, რამე ხომ არ უჭირს და ა.შ. ბევრისთვის მეზღვაურის ცოლობა ასოცირდება ფულთან და იმასთან, რომ ასეთ ოჯახებს არაფერი უჭირთ, პირიქით, ყველაფერი თავზე გადასდით. ცდებით, მატერიალური ნივთი და საბანკო ანგარიში ვერ შემივსებს იმ დანაკლისს, რასაც მასთან თვეობით განშორება ჰქვია. ზურგის ქარს ვუსურვებ ყველა მეზღვაურს და შინ მშვიდობით დაბრუნებას“, – წერს ლორენა ზოიძე.
ყველა ახალი ამბავი
0