გახარია: არაფერი განსაკუთრებული ქართულ პოლიტიკაში არ ხდება

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი ბოლო დროს არ ჩანდა საზოგადოებაში, ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს მან ქვეყანა დატოვა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. პარტია „საქართველოსთვის“ გადართულია მუშაობაზე პარლამენტსა და საკრებულოებში, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, განუცხადა ჟურნალისტებს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ.
გახარიას პარტიას გააჩნია საკუთარი წარმომადგენლობა პარლამენტში და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში. თავად პოლიტიკოსი ბოლო დროს არ ჩანდა საზოგადოებაში და გაჩნდა ჭორები, თითქოს მან ქვეყანა დატოვა.
„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და ეს. თან ახალა განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი“, - განაცხადა გახარიამ.
ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული სისტემით გახარიას პარტიამ მესამე ადგილი აჩვენა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. ახლა გახარიას პარტიიდან დეპუტატების ხმები გადამწყვეტი იქნება იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც „ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" სადეპუტატო შემადგენლობას შორის სხვაობა მინიმალურია.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის თებერვალში მმართველ პარტიასთან უთანხმოების გამო გადადგა, ხოლო მაისში მან უკვე შექმნა საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ და მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0