საქართველოს პრეზიდენტმა შშმ ვეტერანებს საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
ამ საჩუქრით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვეტერანების მიმართ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებს მედიკამენტების შესაძენად 200-ლარიანი ვაუჩერები გადასცა. აღნიშნულია სახელმწიფოა მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის განკუთვნილი ვაუჩერები პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს გადასცეს.
აღინიშნა, რომ ამ საახალწლო საჩუქრით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვეტერანების მიმართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი ღვაწლისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0