საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთის გუნდს რევანში ვერ აუღო

© Georgian Football Federationსაქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ეს იყო ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ამხანაგური მატჩი
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთთან ამხანაგური შეხვედრა თბილისში ფრედ - 2:2 დაასრულა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი არჩილ სებისკვერაძის გოლის წყალობით შეხვედრის მეორე წუთზე დაწინაურდა. თუმცა ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდა, როდესაც გიორგი ღავთაძემ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.
მეორე ტაიმში აზიტ ისაბეკოვმა სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ქართველებმა ანგარიში ნიკოლოზ კურტანიძის გოლით მალევე გაათანაბრეს. თავი ისახელა ნიკოლოზ კურტანიძემ.
დარჩენილ 10 წუთში მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
ფუტსალი. საქართველო-საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
ამგვარად, ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს რევანშის აღება ყირგიზეთთან პირველ მატჩში 1:2 დამარცხების შემდეგ, რომელიც თბილისში 21 დეკემბერს გაიმართა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ეს იყო ბოლო ამხანაგური შეხვედრა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდებში მომავალი წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის პირველობაში. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი შეხვდება აზერბაიჯანს (22 იანვარს), ბოსნიასა და ჰერცოგოვინას (26 იანვარს) და ესპანეთს (29 იანვარს). ყველა მატჩს საქართველოს ნაკრები გრონინგენში გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0