როგორ აღნიშნეს სააკაშვილის მომხრეებმა მისი დაბადების დღე – ვიდეო

გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა მის დაბადების დღეზე აქცია გამართა, მათ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილის სხვა მომხრეებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე, სადაც „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს საიდუმლოდ შემოვიდა, რათა ოპოზიციისათვის მხარი დაეჭირა. 1 ოქტომბერს ის დააკავეს და რუსთავის საპყრობილეში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღე გაგრძელდა, იქამდე, სანამ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0