რუსული ცირკი ყინულზე თბილისში პირველად ჩამოვა

© photo: Sputnikთბილისის ცირკი
თბილისის ცირკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისის ცირკის სცენაზე მაყურებელს ელოდება ჯადოსნური ატმოსფერო, ლაზერ-შოუ, აკრობატები და კლოუნები.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გასტროლებით პირველად ეწვევა რუსული ცირკი ყინულზე (Circus on Ice), რომლის წარმოდგენები თბილისის ცირკში გაიმართება, აცნობეს Sputnik–საქართველოს ორგანიზაციაში.
„პირველად საქართველოში – ცირკი ყინულზე. თქვენ დაგხვდებათ ჯადოსნური ატმოსფერო ულამაზესი გაფორმებით და ლაზერ-შოუ“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ აკრობატები, ჟონგლიორები და, რა თქმა უნდა, მხიარული კლოუნი, აღნიშნავენ ცირკში.
სანახაობები გაიმართება 26, 28, 29 და 30 დეკემბერს 13:00 და 17:00 საათებზე. ზრდასრული პირების დასწრებისთვის სავალდებულოა „მწვანე პასპორტი“.
ყველა ახალი ამბავი
0