Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ტელეფონს არ ვაძლევ, არც სოციალური ქსელი ექნებათ 16 წლამდე...“ – პენელოპა კრუსი შვილებზე

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიპენელოპა კრუსი
პენელოპა კრუსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
47 წლის პენელოპა კრუსი და 52 წლის ხავიერ ბარდემი ორ შვილს ზრდიან. მათ 10 წლის ვაჟი და 8 წლის ქალიშვილი ჰყავთ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები მედიისგან დამალონ და ამ ამოცანას ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს.
ახლახან პენელოპამ CBS-ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც გაირკვა, რომ ის შვილებს სოციალური ქსელის გამოყენებას კატეგორიულად უკრძალავს.

„მე ახალ ტექნოლოგიებს განსაკუთრებულად ვუდგები, რა თქმა უნდა, ჩემი შვილები უყურებენ ფილმებს, თუმცა ტელეფონის გამოყენების უფლებას არ ვაძლევ, არც სოციალური ქსელი ექნებათ მინიმუმ 16 წლამდე. ამას მე მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამო ვაკეთებ“, – აცხადებს კრუსი.

მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ახალ თაობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
„ახლანდელი თაობა მეცოდება, მგონია, თითქოს მათზე ექსპერიმენტებს ატარებენ“, – განაცხადა მსახიობმა.
ყველა ახალი ამბავი
0