Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უსამართლობაა ეს ყველაფერი...“ – ორსული ნუკა კვალიაშვილი ფოტოებს აქვეყნებს

© courtesy of Nuka Kvaliashviliნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი
ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
ნუკა კვალიაშვილი ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გათხოვდა და ახლა მესამე შვილს ელოდება.
ნუკა კვალიაშვილი პოპულარული 2013 წელს ტელეშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ საშუალებით გახდა. ნუკა ცნობილი ოჯახიდანაა, მისი დედა ასევე ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილია. განსხვავებული სტილითა და ვოკალური მონაცემებით ნუკამ ეკრანზე გამოჩენიდან ძალიან მალე მოახერხა საზოგადოებისთვის თავის შეყვარება. მას შემდეგ კი მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია.
როგორც ცნობილია, მომღერალს მისმა რჩეულმა გოჩა გელაშვილმა ხელი სთხოვა. ვიდეო „ფეისბუქზე“ თავად ნუკამ გამოაქვეყნა.
ახლა ნუკა და მისი რჩეული პირველ შვილს ელოდებიან. მომღერალი უკვე ორსულობის მეცხრე თვეშია და სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

„მეცხრეში. პ.ს. უსამართლობაა ეს ყველაფერი. კაცებიც უნდა აჩენდეთ! აი, მაგალითად, გიბრუნებ ერთ ნეკნს და საფასურად ორსულდები. ბოლო თვე არის გასაძლებად საშინელება, მარა რაცაა ეგაა”, – წერს ნუკა კვალიაშვილი.

ნუკა კვალიაშვილი პირველად ნიკუშა კობახიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ლუკა და სანი შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ ნუკამ სოციალურ ქსელში საჯაროდ ისაუბრა, დაშორების მიზეზად კი ის დაასახელა, რომ წყვილი ერთმანეთს ვეღარ უგებდა.
ყველა ახალი ამბავი
0