https://sputnik-georgia.com/20211222/mmartvel-partiasi-saakasvilis-gamo-masobriv-simsilobas-tragikomikuri-movlena-uwodes-263077074.html
მმართველ პარტიაში სააკაშვილის გამო მასობრივ შიმშილობას ტრაგიკომიკური მოვლენა უწოდეს
მმართველ პარტიაში სააკაშვილის გამო მასობრივ შიმშილობას ტრაგიკომიკური მოვლენა უწოდეს
Sputnik საქართველო
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, რომ სააკაშვილს შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მომხრეებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია. 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T20:30+0400
2021-12-22T20:30+0400
2021-12-22T20:30+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261638189_0:0:1944:1094_1920x0_80_0_0_3b97ccd4bca6f2e9d422bfc71c3d4eca.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტრაგიკომედია უწოდა იმ ფაქტს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შანტაჟით 200 ადამიანი შიმშილობს.გუშინ, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო მასობრივ შიმშილობას იწყებენ. მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილს შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მომხრეებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია.„ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები უკვე გაშლილია. 11 კარავში ასზე მეტი ადამიანი იმყოფება.ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.
https://sputnik-georgia.com/20211222/iyo-tu-ara-saakashvilis-mxridan-ultimatumi-baramizis-komentari-263063263.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261638189_134:0:1862:1296_1920x0_80_0_0_1bea3d45c63307b7c9d12ccfb72e10d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მმართველ პარტიაში სააკაშვილის გამო მასობრივ შიმშილობას ტრაგიკომიკური მოვლენა უწოდეს
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, რომ სააკაშვილს შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მომხრეებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტრაგიკომედია უწოდა იმ ფაქტს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შანტაჟით 200 ადამიანი შიმშილობს.
გუშინ, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო მასობრივ შიმშილობას იწყებენ. მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
„შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა... არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ეს ფაქტი არის ტრაგიკომიკური მოვლენა", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილს შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მომხრეებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია.
„ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები უკვე გაშლილია. 11 კარავში ასზე მეტი ადამიანი იმყოფება.
ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.