Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიკა ევგენიძის ფორთოხლის ნაჭრებით გაფორმებული ნაძვის ხე – ტელეწამყვანის მორთული სახლი

© Facebook / Lika Evgenidzeლიკა ევგენიძე
ლიკა ევგენიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
ტელეწამყვანმა და მოდელმა ლიკა ევგენიძემ სახლი საახალწლოდ მორთო და, ნაძვის ხის სათამაშოების ნაცვლად, ფორთოხლის ნაჭრები გამოიყენა. ლიკამ ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტელეწამყვანმა ფორთოხალი ჯერ ღუმელში გაახმო და შემდეგ ის ხეზე დაკიდა.
ლიკა ევგენიძე ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს ნიკა ალასანიას, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილია. ლიკა წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მეუღლესთან დაშორების შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ლიკას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.
თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ ლიკასა და მუსიკოს ნიკა კოჩაროვის რომანზე, თუმცა თავად ამ ჭორის ობიექტები ჯერჯერობით ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0