https://sputnik-georgia.com/20211222/juanser-burwulaze-ilham-alievs-sexvda-baqosi-263061137.html
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
Sputnik საქართველო
ჯუანშერ ბურჭულაძემ და ილჰამ ალიევმა როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს. 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T14:43+0400
2021-12-22T14:43+0400
2021-12-22T21:20+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
ბაქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_227:28:1264:611_1920x0_80_0_0_38aa14caa4465f161189553883f1b666.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება გააცნო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის ინიციატივას გულისხმობს.შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში დადებით დინამიკაზე და წარმატებული უწოდა თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველო.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 76–ე სესიაზე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის წინადადებით გამოვიდა.საქართველო და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. სულ ახლახან, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში კახეთში სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ სამმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.აზერბაიჯანელი სამხედროები მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში ETERNITY 2021, რომელიც საქართველოში ოქტომბერში ჩატარდა.
https://sputnik-georgia.com/20210927/tbilisi-seizleba-baqosa-da-erevnis-molaparakebebis-platforma-gaxdes-259935011.html
საქართველო
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_133:0:1269:852_1920x0_80_0_0_17875a60e579ac2522ca05f89ce542ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, ბაქო
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, ბაქო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
14:43 22.12.2021 (განახლებულია: 21:20 22.12.2021) ჯუანშერ ბურჭულაძემ და ილჰამ ალიევმა როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება გააცნო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის ინიციატივას გულისხმობს.
შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში დადებით დინამიკაზე და წარმატებული უწოდა თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველო.
27 სექტემბერი 2021, 15:58
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 76–ე სესიაზე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის წინადადებით გამოვიდა.
საქართველო და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. სულ ახლახან, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში კახეთში სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ სამმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანელი სამხედროები მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში ETERNITY 2021, რომელიც საქართველოში ოქტომბერში ჩატარდა.