ბათუმში მშენებარე კორპუსის მე-16 სართულიდან კედელი ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Stringerახალი კორპუსების მშენებლობა ბათუმში
ახალი კორპუსების მშენებლობა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მშენებარე კორპუსის ბოლო სართულიდან კედლის ფრაგმენტი ჩამოიშალა და გვერდით მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა კორპუსთან მდგომი საცხოვრებელი სახლის სახურავი და აივანი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების ეშინია და არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ.
„კედელი მოიხსნა და გადმოვარდა მე-16 სართულიდან. ვხედავდით, როგორ ცვიოდა ბლოკები. მერია არ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე“, - აცხადებენ ადგილობრივები.
არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ხარაგაულში სამშენებლო საამქრო ჩამოინგრა – არიან დაშავებულები
ამასთან, მასმედიის ცნობით, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლთან ახლოს არის აშენებული, რის გამოც სახლში დაბზარულია კედლები და ჩამონგრეულია ოთახები. მცხოვრებლებს კი ავარიულ სახლში ცხოვრება ეშინიათ.
„შემოვასწარი სახლში, თორემ ის ნანგრევები მე დამეცემოდა. მეექვსე წელია თავზე ჭერი ნაწილ-ნაწილ მემხობა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემს მეზობლად, რამდენიმე სანტიმეტრში მაღალსართულიანი კორპუსი აშენდა. მოვიდნენ შეამოწმეს, მაგრამ მერიაში მეუბნებიან, რომ მშენებელს მივმართო. მშენებელს კი ვერაფერი შევაგნებინე“, - აცხადებს სახლის მეპატრონე ნარგიზ სურმანიძე.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, უკვე ორი წელია კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. დარღვეული სამშენებლო რეგულაციების გამო მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებარე კომპანია 30 ათასი ლარით დააჯარიმა. მიმდინარეობს საქმის წარმოება.
ყველა ახალი ამბავი
0