აჭარის მაღალმთიანეთში თოვლმა პრობლემები შექმნა

© Government of Adjaraთოვლი აჭარის მაღალმთიანეთში
თოვლი აჭარის მაღალმთიანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, თოვლის საფარი თითქმის ერთ მეტრს აღწევს, იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში – ათი, ქედაში – რვა, ხოლო ხელვაჩაურში – შვიდი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
ყველა ახალი ამბავი
0