https://sputnik-georgia.com/20211222/1-tebervlidan-sazogadoebriv-transportsi-gadaxdis-sistema-icvleba-263057066.html
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1 თებერვლიდან სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ... 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T12:33+0400
2021-12-22T12:33+0400
2021-12-22T20:07+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675715_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_46fdea7ef15c5f6ce35780ae2f424e9f.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1 თებერვლიდან სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში იქნება შესაძლებელი.კალაძის ინფორმაციით, სააბონემენტო პაკეტები ასეთი იქნება:დღეს მოქმედი წესებით, 50 თეთრის ერთჯერადად გადახდით შესაძლებელია 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ სარგებლობა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, ლურჯი მიკროავტობუსი).იმ სოციალური ჯგუფებისთვის კი, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ:რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს, 20 თეთრის გადახდის უფლებით სარგებლობენ:10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობენ:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675715_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_ac156a56bc6af40fdb02465c690707ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
12:33 22.12.2021 (განახლებულია: 20:07 22.12.2021) თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1 თებერვლიდან სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
კალაძის ინფორმაციით, სააბონემენტო პაკეტები ასეთი იქნება:
ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი - 1 ლარი; ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი; ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი; ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი; ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი; ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი; ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი. დღეს მოქმედი წესებით, 50 თეთრის ერთჯერადად გადახდით შესაძლებელია 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ სარგებლობა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, ლურჯი მიკროავტობუსი).
იმ სოციალური ჯგუფებისთვის კი, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ:
თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს, 20 თეთრის გადახდის უფლებით სარგებლობენ:
თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, რაიონების პედიატრები, ოჯახის ექიმები 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობენ:
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და უფრო დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.