Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის უნდა გაიკეთოთ ბუსტერ-დოზა, თუ აცრილიც ხართ და კორონავირუსიც გადაიტანეთ

© AFP 2024 / MICHAL CIZEKვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თუ ადამიანმა სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი მაინც გადაიტანა, ბუსტერ-დოზის გაკეთება ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ შეუძლია, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, საუკეთესო იმუნიტეტი სწორედ კოვიდგადატანილ აცრილ ადამიანებს აქვთ.

„ყველაზე საუკეთესო, მანეიტრალიზებელი ძალის ანტისხეულები აქვთ იმ ადამიანებს სისხლში, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ვაქცინა გაკეთებული, ამათ ეძახიან ე.წ. სუპერ იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ჰიბრიდული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. „ომიკრონის“ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვადები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

საქართველოში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. 7 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.
ეპიდემიოლოგები ვაქცინის ბუსტერ, ანუ მესამე დოზის აუცილებლობას საქართველოში „ომიკრონის“ ახალი შტამის შემოსვლით ხსნიან, რომელიც წინამორბედ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისგან დაცვა ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზას შეუძლია. საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
COVID-19 - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონით“ კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სწორედ ამის გათვალისწინებით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 დეკემბერს შეამცირა ვაქცინის ბუსტერ–დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან სამ და ხუთ თვემდე, საწყისი ვაქცინის მიხედვით.
ადამიანებმა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინით აიცრნენ, ბუსტერ-დოზა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან სულ მცირე ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
მათ, ვინც მიიღო ჩინური Sinovac და Sinopharm ვაქცინები, ბუსტერ–დოზა სამი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
რაც შეეხებათ AstraZeneca-თი ვაქცინირებულებს, მათ შეუძლიათ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ გაიკეთონ.
21 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.399.482 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.260.157 ადამიანი – 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.088.111 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,9%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 50.209 ადამიანს. მსოფლიოში ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ „ომიკრონისგან“ დასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის. ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია მესამე, ბუსტერ–დოზის გაკეთება.
ყველა ახალი ამბავი
0