https://sputnik-georgia.com/20211221/nika-meliam-saakasvilis-gatavisuflebis-motxovnit-masobroivi-simsilobis-aqcia-daaanonsa-263045712.html
ნიკა მელიამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა
ნიკა მელიამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა
Sputnik საქართველო
ნიკა მელიამ ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად მასობრივი შიმშილობის დაწყებას მძიმე გადაწყვეტილება უწოდა. 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T21:44+0400
2021-12-21T21:44+0400
2021-12-21T22:55+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049192_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_11f9a4b6eee28dd026e4833c7ea7b0a7.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ მანამ, სანამ ციხიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.ამის შესახებ მელიამ განაცხადა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. დღეს მიხეილ სააკაშვილის ათასობით თანამოაზრე და მხარდამჭერი ექს-პრეზიდენტის დაბადების დღეზე თბილისის ცენტრში შეიკრიბა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო აქციაში, მით უკეთესი, რადგან სააკაშვილი, მისი თქმით, „საკუთარი თავისთვის არ იბრძვის“.„ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, არაძალადობრივი მეთოდია... ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური“, – განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.მისი თქმით, ოპოზიციონერები იშიმშილებენ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან.მიტინგის დაწყებამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასობრივი შიმშილობის დაწყება მოითხოვა თავად სააკაშვილმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მანამდე მას დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორ სისხლის სამართლის საქმეზე. მის წინააღმდეგ განხილვაშია კიდევ სამი საქმე, მათ შორის ერთი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.ამჟამად ექს-პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციის კურსს გადის. მკურნალობის დასრულების შემდეგ მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.
https://sputnik-georgia.com/20211221/saakasvilis-atasobit-mxardamweri-misi-gatavisuflebis-motxovnit-seikriba-263044433.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049192_94:0:1233:854_1920x0_80_0_0_be456e1c55e82941ebe415983e3660de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ნიკა მელიამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა
21:44 21.12.2021 (განახლებულია: 22:55 21.12.2021) ნიკა მელიამ ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად მასობრივი შიმშილობის დაწყებას მძიმე გადაწყვეტილება უწოდა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ მანამ, სანამ ციხიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ მელიამ განაცხადა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. დღეს მიხეილ სააკაშვილის ათასობით თანამოაზრე და მხარდამჭერი ექს-პრეზიდენტის დაბადების დღეზე თბილისის ცენტრში შეიკრიბა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას... ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი წამოვა“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო აქციაში, მით უკეთესი, რადგან სააკაშვილი, მისი თქმით, „საკუთარი თავისთვის არ იბრძვის“.
„ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, არაძალადობრივი მეთოდია... ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური“, – განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.
მისი თქმით, ოპოზიციონერები იშიმშილებენ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან.
მიტინგის დაწყებამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასობრივი შიმშილობის დაწყება მოითხოვა თავად სააკაშვილმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მანამდე მას დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორ სისხლის სამართლის საქმეზე. მის წინააღმდეგ განხილვაშია კიდევ სამი საქმე, მათ შორის ერთი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
ამჟამად ექს-პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციის კურსს გადის. მკურნალობის დასრულების შემდეგ მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.