https://sputnik-georgia.com/20211221/nanuka-gogichaishvili-nikoloz-nayopia-263028154.html
„ყოველთვის საიდუმლოა სად წავალთ...“ – როდის გაიცნო ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერი მეუღლე
„ყოველთვის საიდუმლოა სად წავალთ...“ – როდის გაიცნო ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერი მეუღლე
Sputnik საქართველო
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა პირველი შვილის აივი-ნიკოლის დედა გახდა... 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T17:58+0400
2021-12-21T17:58+0400
2021-12-21T22:12+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263027708_0:444:1528:1304_1920x0_80_0_0_00eb5db14ecc3cfaec249c12035a3346.jpg
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა პირველი შვილის აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.როგორც ცნობილია, ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია 19 რიცხვში გაიცნო. გაცნობის შემდეგ კი წყვილი ყოველი თვის 19 რიცხვს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამის შესახებ ნანუკა ვრცელ პოსტს აქვეყნებს.როგორც გოგიჩაიშვილი წერს, ის და ნიკოლოზი უკვე 48-ე გაცნობის დღეს აღნიშნავენ და მათთან ერთად უკვე სამჯერ აივიმაც აღნიშნა. ეს დღე კი მისთვის სიუპრიზებითაა სავსე, რადგან არასდროს იცის სად წავა მეუღლესთან ერთად და როგორი იქნება საღამო, იცის მხოლოდ რა ეცმევა, რადგან ქმარი ყოველთვე სხვადასხვა ყვავილად ხედავს – ხან წიწვოვანია, ხან ტროპიკული, ხანაც მინდვრის.ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. პანდემიის გამო საქორწინო წვეულებას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263027708_0:301:1528:1447_1920x0_80_0_0_60b089f0702b274a1ced037d6b6a7070.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ნაყოფია
ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ნაყოფია
„ყოველთვის საიდუმლოა სად წავალთ...“ – როდის გაიცნო ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერი მეუღლე
17:58 21.12.2021 (განახლებულია: 22:12 21.12.2021) მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა პირველი შვილის აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია 19 რიცხვში გაიცნო. გაცნობის შემდეგ კი წყვილი ყოველი თვის 19 რიცხვს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამის შესახებ ნანუკა ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც გოგიჩაიშვილი წერს, ის და ნიკოლოზი უკვე 48-ე გაცნობის დღეს აღნიშნავენ და მათთან ერთად უკვე სამჯერ აივიმაც აღნიშნა. ეს დღე კი მისთვის სიუპრიზებითაა სავსე, რადგან არასდროს იცის სად წავა მეუღლესთან ერთად და როგორი იქნება საღამო, იცის მხოლოდ რა ეცმევა, რადგან ქმარი ყოველთვე სხვადასხვა ყვავილად ხედავს – ხან წიწვოვანია, ხან ტროპიკული, ხანაც მინდვრის.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. პანდემიის გამო საქორწინო წვეულებას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.