Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო პანდემიით გადაღლილ მსოფლიოს აიმედებს

© AP Photo / Frank AugsteinCOVID-19-ის პანდემია
COVID-19-ის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიით დაღლილ მსოფლიოს, რომელიც COVID-19-ის მეხუთე ტალღას შეეჯახა, აიმედებს, რომ 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება, იუწყება Reuters-ი.
როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა ბრიფინგზე, სპეციალისტები მეორე და მესამე თაობის ვაქცინების, ასევე ანტივირუსული პრეპარატებისა თუ სხვა სამედიცინო ინოვაციების შექმნაზე ამყარებენ იმედებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს დაავადება შედარებით მსუბუქად გადაიქცევა და მის მარტივად მკურნალობას შევძლებთ. თუ ვირუსის გადაცემას მინიმუმამდე დავიყვანთ, მაშინ პანდემიას ბოლოს მოვუღებთ“, − აღნიშნეს ჯანმოში.

თავის მხრივ გებრეიესუსმა კვლავ მოუწოდა ჩინეთს, სადაც 2019 წლის ბოლოს პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი SARS-CoV-2, წარმოადგინოს მონაცემები და ინფორმაცია ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით, რათა მასზე რეაგირება გაადვილდეს.
COVID-19 - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონით“ კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
მანამდე ვირუსოლოგმა ანატოლი ალტშტეინმა განაცხადა, რომ თუ COVID-19-ის ახალი შტამი „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ გამოიწვევს, მაშინ მისი გაჩენა შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მალე დასრულებაზე მეტყველებდეს. მისი თქმით, „ომიკრონი“ ისე იქცევა, როგორც გადაგვარების გზაზე მყოფი — ერთ გენში 52 მუტაციით“. ესოდენ ბევრი მუტაცია კი იმაზე მეტყველებს, რომ „ომიკრონს“ დისბალანსი აქვს გენეტიკურ სისტემაში და შესაძლოა ვირუსი იმდენად დაზიანებულია, რომ სერიოზული დაავადება ვეღარ გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0