https://sputnik-georgia.com/20211221/ilia-meore-vemshvidobebit-gamorcheul-qartvels-jemal-chkuasels-263036790.html
ილია მეორე: დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს – ჯემალ ჭკუასელს
ილია მეორე: დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს – ჯემალ ჭკუასელს
Sputnik საქართველო
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს. 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T16:52+0400
2021-12-21T16:52+0400
2021-12-21T21:51+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23880/13/238801370_0:103:2001:1228_1920x0_80_0_0_772ffac09c449cd761a35b60ed015b8d.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში.ქართველი ლოტბარი პარასკევს, 17 დეკემბერს, გვიან ღამით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი პარასკევს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 1986-2015 წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ამჟამად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი შვილი შერმადინ ჭკუასელია.1997 წლიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.2015 წლის 17 მაისს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23880/13/238801370_112:0:1887:1331_1920x0_80_0_0_3ca42c71a67b024d9a1ab4f740bc8932.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ილია მეორე: დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს – ჯემალ ჭკუასელს
16:52 21.12.2021 (განახლებულია: 21:51 21.12.2021) საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის
წერილში.
ქართველი ლოტბარი პარასკევს, 17 დეკემბერს, გვიან ღამით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი პარასკევს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა. ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი – მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 1986-2015 წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ამჟამად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი შვილი შერმადინ ჭკუასელია.
1997 წლიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2015 წლის 17 მაისს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.