https://sputnik-georgia.com/20211221/dazustda-2021-wlis-mesame-kvartlis-ekonomikuri-zrdis-macvenebeli-263037929.html
დაზუსტდა 2021 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
დაზუსტდა 2021 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
Sputnik საქართველო
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას. 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T17:38+0400
2021-12-21T17:38+0400
2021-12-21T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674499_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_acd494582ccd0b534f505816468a20a0.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდამ 2021 წლის მესამე კვარტალში 9,1% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.უფრო ადრე წინასწარი მონაცემების მიხედვით ითქვა, რომ ეს მაჩვენებელი 9,0%-ია.მიმდინარე ფასებით 2021 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ შეადგინა 5,1 მილიარდი დოლარი. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 9,4%, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.375 დოლარი იყო (ერთი წლის წინ – 1.160,6 დოლარი).ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდებაყველაზე მეტი ზრდა 2021 წლის მესამე კვარტალში აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტების უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ–ხუთეული, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ზრდა აჩვენამეორე კვარტალში ვარდნა აჩვენა სოფლის მეურნეობის, ტყის, თევზის მეურნეობის (–2,9%), განათლებისა (–7,8%) და მშენებლობის (–29,7%) სფეროებმა.მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და მშენებლობას.საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ–ხუთეული, რომლებსაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი აქვს მშპ-ის სტრუქტურაში
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674499_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0b3f31939fa494e73f5911dcc38cf4db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
დაზუსტდა 2021 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
17:38 21.12.2021 (განახლებულია: 22:07 21.12.2021) მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდამ 2021 წლის მესამე კვარტალში 9,1% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით,
იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უფრო ადრე წინასწარი მონაცემების მიხედვით ითქვა, რომ ეს მაჩვენებელი 9,0%-ია.
მიმდინარე ფასებით 2021 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ შეადგინა 5,1 მილიარდი დოლარი. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 9,4%, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.375 დოლარი იყო (ერთი წლის წინ – 1.160,6 დოლარი).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2021 წლის მესამე კვარტალში აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტების უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.
საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ–ხუთეული, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა
ელექტრო– და გაზმომარაგება – 78,8% განთავსებისა და კვების პროდუქტების უზრუნველყოფა – 49,8% დასვენება და გართობა – 48,1% ადმინისტრაციული საქმიანობა – 40,8% წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა, ბრძოლა დაბინძურებასთან – 35,1% მეორე კვარტალში ვარდნა აჩვენა სოფლის მეურნეობის, ტყის, თევზის მეურნეობის (–2,9%), განათლებისა (–7,8%) და მშენებლობის (–29,7%) სფეროებმა.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და მშენებლობას.
საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ–ხუთეული, რომლებსაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი აქვს მშპ-ის სტრუქტურაში
გადამამუშავებელი მრეწველობა – 11,9% უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები – 9,4% სოფლის, ტყისა და თევზის მეურნეობა – 8,2%.