აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში 20 მილიონზე მეტი რუბლის უკანონოდ შემოტანას ცდილობდა

© photo: Sputnik / Maria DevakhinaКупюры номиналом 5000 рублей
Купюры номиналом 5000 рублей - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ამოღებული თანხა, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, 915.633 ლარს შეადგენს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული თანხა საბაჟოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან შემოსულ სატვირთოში აღმოაჩინეს.
„სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, განაცხადა, რომ დეკლარაციას დაქვემდებარებულ არც ნივთებს და არც თანხას არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე მებაჟე ოფიცრებმა მისი ავტომობილის დეტალური დათვალიერება მოახდინეს, რის შედეგადაც სატვირთოში 21.680 ათასი რუსული რუბლი აღმოაჩინეს", – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, ამოღებული თანხა 915.633 ლარს შეადგენს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მებაჟე ოფიცრებმა კანონდამრღვევ პირს არადეკლარირებული თანხა ჩამოართვეს.
ყველა ახალი ამბავი
0