ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – არიან გარდაცვლილები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
უბედური შემთხვევა ქუთაისში დღეს მოხდა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ხიდის მოაჯირს შეეჯახა და მდინარე წყალწითელაში გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, სამმა მათგანმა მდინარიდან გამოსვლა მოახერხა, ხოლო ორი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სამაშველო ბრიგადები. მაშველებმა ავტომობილი მდინარიდან სპეცტექნიკის საშუალებით ამოიტანეს და ცხედრებიც ამოიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0