Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

2021 წლის ყველაზე პოპულარული სერიალები – რას ეძებდა მომხმარებელი google-ში ყველაზე ხშირად

© Pixabay / JESHOOTS-comგოგონა უყურებს ფილმს
გოგონა უყურებს ფილმს - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
Google-მა ყოველწლიური ანგარიში Year in Search გაავრცელა და 2021 წელს ყველაზე პოპულარული სერიალები დაასახელა.
მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით სერიალებს შორის ყველაზე ხშირად სერიალ „კალმარის თამაშს“ ეძებდნენ. მას „ბრიჯერტონი“ მოსდევს, ხუთეულში ასევე „ვანდავიჟენი“, „კობრა კაი“ და „ლოკი“ მოხვდნენ.
„კალმარის თამაში“
ისტორია ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობას განიცდიან ცხოვრებაში, მაგრამ უცებ იღებენ საიდუმლო მოწვევას, მონაწილეობა მიიღონ გადარჩენის თამაშში, რათა მოიგონ 10 მილიონი აშშ დოლარი. თამაში მიმდინარეობს უცნობ ადგილზე და მონაწილეები ჩაკეტილი არიან საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე. სიუჟეტი მოიცავს კორეაში პოპულარულ საბავშვო თამაშებს 1970-80-იანი წლებიდან.
„ბრიჯერტონი“
დრამა, რომელშიც მოვლენები მე-19 საუკუნის დასაწყისში, რეგენტობის ხანაში ლონდონში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ძლიერი და გავლენიანი ბრიჯერტონების ოჯახის თვალით დანახული მაღალი საზაგადოების სიმდიდრე, ღალატი და ვნებებია. სერიალის მთავარ გმირებს – გარდაცვლილი ვიკონტ ბრიჯერტონის შვილებს – ენტონის, ბენედიქტს, კოლონის, დაფნის, ელაიზას, ფრანჩესკას, გრეგორის და ჰიაკინთს თავიანთ ცხოვრებაში და სიყვარულში ორიენტაციის სწავლა, ასევე ღალატის, აღზევების და დაცემის შეცნობა მოუწევთ.
„ვანდავიჟენი“
სერიალი ორი სტილის – კლასიკური სიტუაციური კომედიისა და მარველის კინოსამყაროს (MCU) ნაზავია, რომელშიც ორი ზებუნებრივი ძალის მქონე არსება, რომლებიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი დაფიქრდებიან, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
„კობრა კაი“
მოქმედება ხდება 1984 წლის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ. წარსულში ხულიგანი და ახლა ხელმოცარული ჯონი ლოურენსი ფიქრობს, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების ერთადერთი გზა არის კარატეს სკოლა „კობრა კაის“ კვლავ გახსნა. ამ იდეის განხორციელებისთვის იგი წარსულის მეგობარს დენის მიმართავს.
„ლოკი“
სერიალის სიუჟეტი ლოკის გარშემო ვითარდება, რომელიც „შურისმაძიებლების“ ბოლო ფილმის შემდეგ ღმერთობას ჩვეულ სტილში განაგრძობს.
ყველა ახალი ამბავი
0