ვის და რატომ ეკრძალება ფორთოხალი: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / Hansფორთოხალი
ფორთოხალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ის ფაქტი, რომ ფორთოხალი ძალიან სასარგებლოა, უდავოა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ამ ციტრუსს ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენაც შეუძლია, აცხადებს ნუტრიციოლოგი იულია პოლოვინსკაია.
მისი თქმით, ერთი ცალი ფორთოხალი C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას შეიცავს. გარდა ამისა, მასში ასევე შედის დიდი რაოდენობით მიკრო- და მაკროელემენტები, ასევე ფლავონოიდები − ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის ზრდას არეგულირებს და ანტიოქსიდანტურ გავლენას ახდენს მასზე.
ფორთოხალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
ფორთოხალი შეიძლება კანის კიბოს მიზეზი გახდეს: მეცნიერული კვლევა
როგორც სპეციალისტი განმარტავს, ფორთოხალი:
ამცირებს არტერიულ წნევას,
აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს,
ამაგრებს სიხლძარღვებს,
აქვს სიცხის დამწევი მოქმედება,
გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ,
ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში,
ეხმარება ორგანიზმს, დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე.
თუმცა, ამ სასიკეთო თვისებების მიუხედავად, ფორთოხალი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ციტრუსი, ძლიერი ალერგენია. დიდი რაოდენობით ჭამის შემთხვევაში, გარდა ალერგიული რეაქციებისა, მას ანაფილაქსიური შოკის გამოწვევაც კი შეუძლია.
ამასთან, როგორც ექიმი განმარტავს, ფორთოხლის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს. ასეთებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან ეს ციტრუსი უზმოზე.
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2019
ვის ეკრძალება ფორთოხლისა და ხურმის ჭამა: ექიმები გვაფრთხილებენ
გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ფორთოხალს მაღალი მჟავიანობა აქვს, მან შეიძლება ცუდად იმოქმედოს კბილის მინანქარზეც. იმისათვის, რომ მინანქრის დაშლის რისკი არ გაიზარდოს, აუცილებელია, რომ ფორთოხლის ჭამის შემდეგ პირში წყალი გამოივლოთ.
რაც შეეხება ფორთოხლის წვენს, ექიმი გვირჩევს, რომ ის მხოლოდ საწრუპით ვსვათ.
მანამდე ინდიანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ციტრუსების ჭარბი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით ფორთოხლისა (წვენის ჩათვლით), შესაძლოა კანის კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. მათი თქმით, დღეში ორზე მეტი ფორთოხალი მელანომის განვითარების რისკს 63%-ით ზრდის, ხოლო ერთ ჭიქაზე მეტი წვენი — 54%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0