Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამთა გოდუაძის შთამბეჭდავი გამოსვლა – მომღერალმა არასტანდარტული იმიჯი მოირგო – ვიდეო

© Facebook / Tamtaთამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
MadWalk 2021-ზე თამთას გამოსვლამ მისი თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. ორიგინალურობა, ნიჭი, არტისტულობა, იმიჯი, მრავალფეროვნება – ალბათ ეს სიტყვები არ არის საკმარისი მისი და მისი კარიერის დასახასიათებლად.
მომღერალმა შეასრულა ახალი სიმღერა Ν.Ε.R.Ο, და თუ კომენტარებს გადახედავთ, ნახავთ, რომ მას ბერძნები ყველაზე არასათანადოდ დაფასებულ მომღერალს უწოდებენ, აღიარებენ მის ნიჭს და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
თამთა გოდუაძე წლებია საბერძნეთში შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. მომღერალმა ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა. ორი წელია ბერძნული პრესა აქტიურად განიხილავს წყვილის პირად ცხოვრებას – როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. თუმცა, მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები ხშირად საზოგადოებაში დიდ ხმაურს იწვევს. თამთა გოდუაძის უსიმპათიურესი პარტნიორი პერის კასიდოკოსტას-ლაცისია.
ყველა ახალი ამბავი
0