https://sputnik-georgia.com/20211220/msoflio-ekonomikuri-forumi-davossi-omikronis-gamo-zafxulamde-gadaido-263011767.html
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში „ომიკრონის“ გამო ზაფხულამდე გადაიდო
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში „ომიკრონის“ გამო ზაფხულამდე გადაიდო
Sputnik საქართველო
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის პანდემიის გამო მეორედ გადაიდო. 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T19:55+0400
2021-12-20T19:55+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22973/99/229739970_0:143:3387:2048_1920x0_80_0_0_3bb7ad1c7182ee8a76a4484811716415.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა დავოსში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ გამო გადაიდო, ნათქვამია WEF-ის განცხადებაში.ყოველწლიური შეხვედრა დავოს-კლოსტერსში (შვეიცარია) 2022 წლის 17-21 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. ამჟამად ის ზაფხულის დასაწყისში დაიგეგმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვიეს.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის პანდემიის გამო ზედიზედ მეორედ გადაიდო.მოსალოდნელი იყო, რომ მის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სპეციალური შეხვედრა გაიმართებოდა, რომელიც უნდა ყოფილიყო პირველი გლობალური სამიტი, სადაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პრობლემების განხილვა მოხდებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22973/99/229739970_777:202:3238:2048_1920x0_80_0_0_57caa0bdd3687832847013f99e362f30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში „ომიკრონის“ გამო ზაფხულამდე გადაიდო
19:55 20.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის პანდემიის გამო მეორედ გადაიდო.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა დავოსში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ გამო გადაიდო, ნათქვამია WEF-ის
განცხადებაში.
ყოველწლიური შეხვედრა დავოს-კლოსტერსში (შვეიცარია) 2022 წლის 17-21 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. ამჟამად ის ზაფხულის დასაწყისში დაიგეგმა.
„ამჟამინდელი პანდემიის პირობებში უკიდურესად რთულია გლობალური პირისპირ შეხვედრის ჩატარება. მზადება მიმდინარეობდა ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და შვეიცარიის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ყველა დონეზე. მიუხედავად შეხვედრის მკაცრი სამედიცინო პროტოკოლებისა, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების სიჩქარემ და მისმა გავლენამ მგზავრობასა და გადაადგილებაზე ეს გადავადება აუცილებელი გახადა“, – აღნიშნეს WEF-ში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვიეს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის პანდემიის გამო ზედიზედ მეორედ გადაიდო.
მოსალოდნელი იყო, რომ მის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სპეციალური შეხვედრა გაიმართებოდა, რომელიც უნდა ყოფილიყო პირველი გლობალური სამიტი, სადაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პრობლემების განხილვა მოხდებოდა.