https://sputnik-georgia.com/20211220/fasinianma-saqartvelos-savawro-urtiertobebisgazliereba-sestavaza-263003846.html
მიზანი – 1 მლრდ დოლარი: ფაშინიანმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება შესთავაზა
მიზანი – 1 მლრდ დოლარი: ფაშინიანმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება შესთავაზა
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვა საქართველოსა და სომხეთს შორის 10 პროცენტით გაიზარდა და 600 მლნ დოლარს გადააჭარბა. 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T17:39+0400
2021-12-20T17:39+0400
2021-12-20T22:21+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0d/252580468_0:276:2967:1945_1920x0_80_0_0_c758066d8d2155e0259703bcd61b197b.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში ვიზიტის დროს ქართულ მხარეს შესთავაზა, განაგრძონ რამდენიმე წლის წინ დასახული მიზანი და გაზარდონ საქონელბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.ფაშინიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ჩამოსვლის შემდეგ ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც მათ კომისიის სხდომა გახსნეს.მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა.საქართველო–სომხეთის უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ეს ვერ მოხერხდა.საქართველოში დაახლოებით 400 კომპანია მუშაობს, რომლებიც სომხური კაპიტალით შეიქმნა. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა სომხეთთან სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით. ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილია ახალი პროექტები, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.მისი თქმით, აქედან გამომდინარე, სასაუბრო კიდევ ბევრია. ეს კომისია ორი ქვეყნის ეკონომიკური, სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.სომხეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეშვიდე ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის საქონელბრუნვამ 611,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე 10%-ით მეტია.
https://sputnik-georgia.com/20211220/raribasvili-fasinians-mzad-vart-regionsi-mnisvnelovani-roli-sevasrulot-msvidobistvis-263002621.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0d/252580468_543:230:2967:2048_1920x0_80_0_0_9318a06696d5fa0ce50f3972b0d2350d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა
მიზანი – 1 მლრდ დოლარი: ფაშინიანმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება შესთავაზა
17:39 20.12.2021 (განახლებულია: 22:21 20.12.2021) საქონელბრუნვა საქართველოსა და სომხეთს შორის 10 პროცენტით გაიზარდა და 600 მლნ დოლარს გადააჭარბა.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში ვიზიტის დროს ქართულ მხარეს შესთავაზა, განაგრძონ რამდენიმე წლის წინ დასახული მიზანი და გაზარდონ საქონელბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.
ფაშინიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ჩამოსვლის შემდეგ ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც მათ კომისიის სხდომა გახსნეს.
„2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავსახეთ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდ-პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ ერთ მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას“, – განაცხადა ფაშინიანმა სხდომაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა.
საქართველო–სომხეთის უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ეს ვერ მოხერხდა.
საქართველოში დაახლოებით 400 კომპანია მუშაობს, რომლებიც სომხური კაპიტალით შეიქმნა. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა სომხეთთან სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით. ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილია ახალი პროექტები, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, სასაუბრო კიდევ ბევრია. ეს კომისია ორი ქვეყნის ეკონომიკური, სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
სომხეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეშვიდე ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის საქონელბრუნვამ 611,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე 10%-ით მეტია.