ფაშინიანი: საქართველო და სომხეთი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
ფაშნიანი საქართველოში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფება
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მიმართავენ. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ზე დაწერა.
ფაშინიანი საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიზნით სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. იგი შეხვდა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც მათ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გახსნეს.
„სასიამოვნოა, რომ ჩემი კოლეგისა და მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თბილისში ნახვის შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიური თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროშია. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
სიტყვიდან საქმეზე: საქართველოს პრემიერი სომხეთთან მომავალ ურთიერთობებზე
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის საქონელბრუნვამ 611,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველოში სომხური კაპიტალის დახმარებით შექმნილი 400-მდე კომპანია მუშაობს. განსაკუთრებით ინტენსიურია სომხეთთან თანამშრომლობა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით. დაგეგმილია ასევე ახალი პროექტები ენერგეტიკის სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0