Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ექიმების წყვილი სიყვარულის ქალაქში მოგზაურობს – რომანტიკული ფოტოები პარიზიდან

© courtesy of Ketty Dziguaლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა
ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ექიმების წყვილი, რომლებიც „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს.
ქირურგის მეუღლე ქეთი ძიგუაა. ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ. ლევანი ახლა კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსია, მისი რჩეულიც მასთან ერთად მუშაობს.
ზაფხულში წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო იუსტიციის სახლიდან. მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს აგვისტოში და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღეს. მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადეს და წვეულების ამსახველი ულამაზესი კადრები ხელმომწერებსაც გაუზიარეს.
წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა. ამჯერად ცნობილი წყვილი პარიზში მოგზაურობს. ცოტა ხნის წინ ქეთი 26 წლის გახდა, ლევან ქარაზანიშვილი 54 წლისაა. ჰყავს ორი შვილი პირველი ქორწინებიდან – 26 წლის ნინა და 21 წლის ანა.
ყველა ახალი ამბავი
0