https://sputnik-georgia.com/20211220/buster-doza-sheizleba-aucilebeli-gaxdes-263009168.html
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს
Sputnik საქართველო
ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს. 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T18:35+0400
2021-12-20T18:35+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262025090_0:0:1564:881_1920x0_80_0_0_19c578dafd1e24249b0a481e18cf490a.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზა აუცილებელი უნდა გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.საქართველოში 20 დეკემბერს კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისათვის ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების 26 კონტაქტს სწავლობენ.20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 37,6%, ბუსტერ–დოზა კი 47.633 ადამიანს აქვს გაკეთებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
https://sputnik-georgia.com/20211220/saqartveloshi-omikroni-gamovlinda-262996010.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262025090_0:0:1403:1052_1920x0_80_0_0_a36093dcfc031a9f2fec8c88f6377c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს
18:35 20.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზა აუცილებელი უნდა გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 20 დეკემბერს კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისათვის ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების 26 კონტაქტს სწავლობენ.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით აქტიური „ბუსტერია“ საჭირო. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას მივცემთ „ბუსტერ–დოზა“ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გახდეს აუცილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ ონლაინ–ბრიფინგზე.
20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 37,6%, ბუსტერ–დოზა კი 47.633 ადამიანს აქვს გაკეთებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.