საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს უმასპინძლა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში.
„ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ“, – მიმართა მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს.
ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0