Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები ავტობუსის გაჩერებაზე
კორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები ავტობუსის გაჩერებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.195-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 909.160-ს მიაღწია.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.195 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.032 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 380, სამეგრელო–ზემო სვანეთი –160, აჭარა – 149, შიდა ქართლი – 116, ქვემო ქართლი – 98, კახეთი –95, გურია – 76, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.
ბოლო24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858.949-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 47 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.071-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 37.114 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.779 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.329 , იმერეთში –1.220, აჭარაში – 534.
1.426 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 319 პირი, მათგან თბილისში – 171 , იმერეთში – 33, აჭარაში – 31.
ომიკრონის კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
მსოფლიო დღეს
„ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.071 ადამიანი, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში.
30.264 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათგან თბილისში – 30, აჭარაში –ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35.925 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.195-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 909.160-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0