https://sputnik-georgia.com/20211219/man-of-the-year-lasa-savdatuasvili-msoflios-masstabit-wlis-sauketeso-ziudoistia-262977059.html
Man of the year: ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ძიუდოისტია
Man of the year: ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ძიუდოისტია
Sputnik საქართველო
ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“ გაიმარჯვა ილია სულამანიძემ (-100 კგ). 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T16:57+0400
2021-12-19T16:57+0400
2021-12-19T16:57+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252423344_316:182:2040:1152_1920x0_80_0_0_5ce0983f0ccaf74322eb66ced2247e6a.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვერსიით საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარეს.ამ ნომინაციაში შავდათუაშვილმა აჯობა ჰიფუმე აბეს (იაპონია), ჟორჟე ფონსეკას (პორტუგალია), მატიას კასეს (ბელგია) და ლუკაშ კრპალეკს (ჩეხეთი).გასული წელი, რომელიც შავდათუაშვილმა თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერად დაასრულა, სპორტსმენისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ივნისში ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ივლისში კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა. გარდა ამისა, შავდათუაშვილმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიდი სლემის ეტაპებზე - თბილისსა და აბუ-დაბიში.აღსანიშნავია, რომ ტოკიოში ვერცხლის შემდეგ შავდათუაშვილს ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს. 2012 წელს ლონდონის თამაშებზე ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო რიო-დე-ჟანეიროში (2016) მან ბრინჯაო მოიპოვა.ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე შავდათუაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი დაჯილდოვდა. „ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში ილია სულამანიძემ (-100 კგ) გაიმარჯვა.
https://sputnik-georgia.com/20210726/laSa-SavdaTuaSvili-vercxli-252424316.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252423344_526:189:1810:1152_1920x0_80_0_0_ecf6a01ec6505c67a559879f3b624a4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე
Man of the year: ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ძიუდოისტია
ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“ გაიმარჯვა ილია სულამანიძემ (-100 კგ).
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვერსიით საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარეს.
ამ ნომინაციაში შავდათუაშვილმა აჯობა ჰიფუმე აბეს (იაპონია), ჟორჟე ფონსეკას (პორტუგალია), მატიას კასეს (ბელგია) და ლუკაშ კრპალეკს (ჩეხეთი).
„ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი ვარ რომ მივაღწიე აქაც წარმატებას. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უამრავი გულშემატკივარი გყავს. ბედნიერი ვარ, რომ დამიჭირეს მხარი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ძალიან ბევრი ვიბრძოლო გამარჯვებებისთვის“, - განაცხადა შავდათუაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
გასული წელი, რომელიც შავდათუაშვილმა თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერად დაასრულა, სპორტსმენისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ივნისში ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ივლისში კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა. გარდა ამისა, შავდათუაშვილმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიდი სლემის ეტაპებზე - თბილისსა და აბუ-დაბიში.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში ვერცხლის შემდეგ შავდათუაშვილს ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს. 2012 წელს ლონდონის თამაშებზე ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო რიო-დე-ჟანეიროში (2016) მან ბრინჯაო მოიპოვა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე შავდათუაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი დაჯილდოვდა. „ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში ილია სულამანიძემ (-100 კგ) გაიმარჯვა.