ალექსანდრე ზაზარაშვილმა კონექტიკუტის „ნიჭიერში“ გაიმარჯვა

© courtesy of Alexandre Zazarashviliალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ალექსანდრეს გადაეცა საპრიზო თანხა 1000 დოლარის ოდენობით.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი, რომელმაც პირველად უკრაინულ საბავშვო „ვოისში“ გაიმარჯვა, ამჯერად ამე­რი­კუ­ლი შტატის - კონექტიკუტის „ნი­ჭი­ე­რის” (CONNECTICUT'S GOT TALENT) გამარჯვებულია.
ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ალმა „ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გაავრცელ­ა. მანამდე ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ის შტატ კონექტიკუტის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.
„უბედნიერესი ვარ! გავიმარჯვე კონექტიკუტის „ნიჭიერში“, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება! უბედნიერესი ვარ რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!“, - დაწერა ახალგაზრდა მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ალექსანდრეს გადაეცა საპრიზო თანხა 1000 დოლარის ოდენობით.
ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი საბავშვო „ვო­ი­სის“. აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში მან 2019 წელს გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0