გაზის აფეთქება თბილისში: ვაზისუბანში მდებარე სახლის ნაწილი ჩამოინგრა - ვიდეო

გამოწერა
ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვა გახდა. ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. ამ მომენტისათვის არსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა „სასწრაფო დახმარება“, პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა, მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ამ წუთებში აალების კერის ლოკალიზებას ცდილობენ.
ყველა ახალი ამბავი
0