ვაზისუბანში აფეთქება მოხდა: კორპუსში ხანძარია

© Sputnik / Viktor Kaminskyსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავებულია. ზოგიერთი მათგანი ძლიერი დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ვაზისუბანში, კვაჭანტირაძის 15 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
სავარაუდოდ, აფეთქება კორპუსის პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. თვითმხილველების თქმით, 5-წუთიანი ინტერვალით ორი აფეთქების ხმა გაისმა. აფეტქების შედეგად კორპუსის კედლის ნაწილი და აივანი ჩამოინგრა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა.
მედიის ცნობით, ადგილზე მეხანძრე მაშველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსის პირველ სართულზე ხანძარია, მობინადრეები მაშველებს კორპუსიდან აივნიდან გადმოჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავებულია. ზოგიერთი მათგანი ძლიერი დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
კორპუსში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ელექტროენერგია ამ დრომდე გათიშულია, მიმდებარე კორპუსებში ელექტრომომარაგება აღდგა.
ყველა ახალი ამბავი
0