Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რეინფიცირების შემთხვევები ბავშვებში: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerბავშვები პირბადით
ბავშვები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირება განმეორებითაც შესაძლებელია, ამიტომ დაავადების გადატანის შემდეგაც სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში გასული წლის 26 თებერვლიდან, 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების 7.522 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებული პირებიდან 722 არასრულწლოვანია.
მათივე ინფორმაციით, 0-4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა 100 შემთხვევა, 5-9 წლამდე - 123 შემთხვევა, 10-14 წლამდე - 204 შემთხვევა, ხოლო 15-18 წლამდე - 295 შემთხვევა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით პირველ ინფიცირებასა და რეინფიცირებას შორის ინტერვალი მინიმუმ 60 დღე იყო.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე ღამის კლუბების გახსნას არ მიესალმება
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 906.965-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 854.630 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.070), გარდაიცვალა – 13.024 (ბოლო 24 საათში – 53). კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.737 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.106 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0