ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენა არჩევნებში გამარჯვებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს აბარებს შესრულებული სამუშაოს შესახებ, კერძოდ, ეკონომიკის მიღწევებზე.
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
შედეგების შეჯამება მინისტრთა კაბინეტის, საზოგადოების და მმართველი ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების თანდასწრებით მიმდინარეობს.
„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მიღებული მანდატი არის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შესაძლებლობა ემსახურო ქვეყანას.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა - მან ამ პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა.
ღარიბაშვილისთვის ეს პრემიერობის უკვე მეორე ვადაა. პირველად ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0