„თელასი" ისნის მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ისნის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, გუთნის, ნიორაძის, ჩეხოვის, ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0