Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიჭი დაიღუპა, მამა დააკავეს...“ – ქეთა თოფურიას პირველი საჯარო ინტერვიუ მამაზე

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
რუსი ბლოგერის ნადეჟდა სტრელეცის ,,იუთუბის” არხი ქართველი მომღერლის, ჯგუფ A'Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას ვრცელ ვიდეოინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში მომღერალი პირველად საუბრობს მამის შესახებ.
მომღერალი ამბობს, რომ სუპერმამა ჰყავდა. 90-იანებში ისინი თბილისში ცხოვრობდნენ და მამა „კანონიერი ქურდი“ იყო.

„ეს რთული პერიოდი იყო საქართველოში, ქუჩაში წესრიგს კანონიერი ქურდები ამყარებდნენ. ამის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი. მამა საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა, იქ ცხოვრება მისთვის შეუძლებელი გახდა. რაღაც პერიოდში მამა დააკავეს, მას ინსულტი მოუვიდა. ის, რასაც მამაზე ინტერნეტში წერენ, ტყუილია. ტყუილია, რომ ის მკვლელი იყო“, – ჰყვება მომღერალი.

მისი თქმით, ასე იმიტომ ამბობენ, რომ როდესაც მისი მამა მოზარდი იყო, უბანში ჩხუბი მოხდა, მამა მაშინ 17–19 წლის იყო. ამ ჩხუბის დროს ერთი ბიჭი დაიღუპა, ყველა გაიქცა, მამა კი დარჩა. როცა იკითხეს, რა მოხდა, მამამ არავინ გასცა. ქეთას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამას არ მოუკლავს, ის დაიჭირეს.
„აქედან წამოვიდა ეს ფრაზა, რადგან რეალურად მკვლელობისთვის იჯდა ციხეში. მაგრამ, ვიმეორებ, მას არავინ არასოდეს მოუკლავს“, – ამბობს ქეთა თოფურია.
ყველა ახალი ამბავი
0