Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავი ვინ ჯანდაბა გგონია?!“ – პრინცმა ჰარიმ ძმას მეგან მარკლის გამო უყვირა

© AFP 2024 / STRპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
სასექსის ჰერცოგს არ მოეწონა რეაქცია მის გეგმებზე.
მწერალი კრისტოფერ ანდერსენი ირწმუნება, რომ სასახლის ერთ-ერთმა წყარომ მას გაუზიარა ინფორმაცია პრინცესა დიანას ვაჟებს შორის ჩხუბის შესახებ.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
ყვითელი ამბები
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილმა მათი ახლობლები მოხიბლა – როგორ იზრდება ბავშვი?
მწერალი ამბობს, რომ კონფლიქტი 2017 წლის სექტემბერში მოხდა, მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ გამოაცხადა, რომ აპირებდა მეგან მარკლისთვის ხელის თხოვნას, პრინცმა უილიამმა კი მას ჰკითხა: „რატომ ჩქარობ?“
პრინცი ჰარი იმდენად გაბრაზებული იყო, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ, პრინცმა უილიამმა ეჭვქვეშ დააყენა მისი სწრაფი რომანი მეგან მარკლთან, რომ მას უხეშად მიმართა: „თავი ვინ ჯანდაბა გგონია?!“
ამ თეორიას ამყარებს პრინც უილიამის ქცევაც ძმის ქორწილში. სხეულის ენის ექსპერტმა მის ჟესტებში „ფარული პანიკა“ დაინახა.
ყველა ახალი ამბავი
0