ოზურგეთში სპეციალური ავტოტექნიკის ამწყობი საწარმო აშენდება

© Facebook / Ozurgeti City Hallავტოქარხნის მშენებლობა ოზურგეთში
ავტოქარხნის მშენებლობა ოზურგეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
კომპანია „ბიელესი" პროექტში 10 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. საწარმო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა სპეცდანიშნულების ავტომობილებს დააკომპლექტებს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში სპეციალური ავტოტექნიკის ამწყობი ახალი საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კომპანია „ბიელესი" პროექტში 10 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს. საწყის ეტაპზე 70 ადამიანი დასაქმდება, საბოლოოდ კი ქარხანა 250 თანამშრომლით დაკომპლექტდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა სპეცდანიშნულების ავტომობილებს დააკომპლექტებს.

„ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ახალი საინვესტიციო პროექტები ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ოზურგეთის მერია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს მომდევნო წლებში", – განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი ქარხნის მშენებლობის პროცესის გაცნობისას.

კომპანია „ბიელესის" დამფუძნებლები და პარტნიორები გაერთიანებულ სამეფოში სპეცავტოტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ბრიტანელი ბიზნესმენები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0