https://sputnik-georgia.com/20211217/orwliani-pauzis-semdeg-ramis-klubebi-ixsneba-262935289.html
საქართველოში ღამის კლუბები ორწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობას იწყებენ
საქართველოში ღამის კლუბები ორწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობას იწყებენ
Sputnik საქართველო
ღამის კლუბები მუშაობას იწყებენ, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T12:46+0400
2021-12-17T12:46+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327346_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bcc01e5ab06d4af9b55b33626660ce35.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ორწლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბები იხსნება.დედაქალაქის კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთმა მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა თავისი დაწესებულების გახსნის შესახებ პოსტი დაწერა.„17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და, იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", – დაწერა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში.პანდემიის გამო ელექტრონული მუსიკის სივრცეებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. კლუბებში შესვლას მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები შეძლებენ. ამ სტატუსის მფლობელებად ითვლებიან სრულად ვაქცინირებული პირები (მეორე ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ), ან ვინც გადაიტანა კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენაც. რაც შეეხება სწრაფ ტესტს, ის არ იძლევა კლუბში შესვლის უფლებას.ახალი წესების მიხედვით, კლუბებში შემსვლელთა რაოდენობა 50%-ით არის შეზღუდული.ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში, კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე დაიხურა.
https://sputnik-georgia.com/20211206/shetanxmeba-shedga-rodis-da-ra-regulaciebit-ganaxldeba-gamis-klubebis-mushaoba-262630310.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327346_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_89f7b4fd9e30ada350c2de0739f6fe61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში ღამის კლუბები ორწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობას იწყებენ
12:46 17.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ღამის კლუბები მუშაობას იწყებენ, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ორწლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბები იხსნება.
დედაქალაქის კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთმა მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა თავისი დაწესებულების გახსნის შესახებ პოსტი დაწერა.
„17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და, იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", –
დაწერა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში.
პანდემიის გამო ელექტრონული მუსიკის სივრცეებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. კლუბებში შესვლას მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები შეძლებენ. ამ სტატუსის მფლობელებად ითვლებიან სრულად ვაქცინირებული პირები (მეორე ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ), ან ვინც გადაიტანა კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენაც. რაც შეეხება სწრაფ ტესტს, ის არ იძლევა კლუბში შესვლის უფლებას.
ახალი წესების მიხედვით, კლუბებში შემსვლელთა რაოდენობა 50%-ით არის შეზღუდული.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში, კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე დაიხურა.